ტრენინგის მესამე დღეს კოლეგებმა მოვუსმინეთ ერთმანეთს. მასწავლებლებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, თუ რა თემებზე აპირებდნენ პროექტების შექმნას. უნდა აღვნიშნო, რომ მოვიმინე ძალიან საინტერესო იდეები. შემდეგ გავეცანით მასალას, თუ როგორ უნდა დავგეგმოთ სასწავლო პროექტი, ვნახეთ პროექტის ნიმუშები. გარდა ამისა, ძალიან საინტერესო იყო ის, თუ როგორ უნდა შევადგინოთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, გავეცანით რჩევებს ამ კითხვების შესამუშავებლად, თუ როგორ უნდა დაისვას ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები პროექტის სწორად დაგეგმვისა და განხორციელებისათვის. ეს იყო საინტერესო და შინაარსიანი დღე. ვფიქრობ ამ მასალას პრაქტიკაში გამოვიყენებ.
ვისწავლე ინსტრუმენტი ,,სნიფინგთულს"-ის გამოყენება. დღეს ამ ინსტრუმენტით ავტვირთე ჩემი ბროშურა და მას ძალიან ხშირად გამოვიყენებ პრაქტიკაში.
წარმატებას გისურვებთ
ReplyDeleteქალბატონო მაია ძალიან საინტერესოა თქვენთან მუშაობა. წარმატებებს გისურვებთ.
ReplyDeleteქალბატონო მაია, საინტერესოა თქვენი მოსმენა. სასარგებლო და მნიშვნელოვან იდეებს გვაწვდით! გისურვებთ წარმატებას!
ReplyDelete