Sunday, 7 October 2018

ტრენინგის მეცხრე დღე


           

ტრენინგის მეცხრე დღეს    წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის გეგმისა და დამხმარე მასალების დასრულებული ვერსიები.  გავეცანით პრეზენტაციის წარდგენის მეთოდებს.  საინტერესო იყო სხვადასხვა თემაზე პროექტების განხილვა.  ვისწავლეთ მომზადებული მასალის ატვირთვა  ბლოგზე და შევაჯამეთ ტრენინგი.
             დასრულდა ინტელის პროექტებით სწავლების  საინტერესო და  მეტად დატვირთული ტრენინგი.  დარწმუნებული ვარ, მიღებული ცოდნის გამოყენება, კიდევ უფრო გაღრმავება და სასწავლო პროცესში მისი გამოყენება  საშუალებას მომცემს სასწავლო აქტივობები დავუკავშირო  ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს.  ამით მოსწავლეებს განვუვითარებთ მაღალ სააზროვნო უნარებს  და სასწავლო პროცესში მის ჩართულობას გაზრდის.  ასეთ პროექტებზე  მუშაობით სასწავლო პროცესი უფრო დატვირთული, საინტერესო და უფრო მეტად შემეცნებითი იქნება.  ყოველივე ეს კიდევ უფრო  აამაღლებს მოსწავლის მოტივაციას.
              ტრენინგზე  წარმოდგენილი მასალა დატვირთულია ისეთი აქტივობებით, რომლებიც ზუსტ და სწორ მიმართულებებს იძლევა სასწავლო პროექტის დაგეგმვისას, თუმცა  ამ ვრცელ და მრავლისმომცველ ინფორმაციაში ძნელია  ბოლომდე გარკვევა. ამიტომ აუცილებელია ტრენერის მიერ სწორი გეზის მიცემა, დაკვალიანება,   ბუნდოვანი საკითხებისა და ტერმინების განმარტება.   ამ მხრივ აღსანიშნავია ჩვენი ტრენერის, ქალბატონი დიანა მიქაძის დახმარება, რომელმაც  სწორი მითითებებითა და აქცენტებით   სწორად შეგვაქმნევინა  სასწავლო რესურსები და დავალებები.
              სასწავლო პროექტების შექმნა არა მხოლოდ მოსწავლეთა  შორის ჯგუფური  მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს, არამედ   ამით შესაძლებელია პედაგოგთა შორის  აზრთა გაცვლა, გამოცდილებათა გაზიარება, ურთიერთთანამშრომლობა. გარდა ამისა,  ამ პროცესში შესაძლებელია მშობელთა აქტიური ჩართვა.
v  ტრენინგის დროს  შევქმენი პორტფოლიოს საქაღალდეები, რომელშიც   გარკვეული  თემებისა და საჭიროების მიხედვით  განთავსდა სხვადასხვა მასალა. ეს საშუალებას იძლევა, ადვილად მოვიძიო  ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია.
v  გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკებს  და პროექტის პორტფოლიოს ნიმუშებს.  განვსაზღვრე პროექტის თემა.
v  განვსაზღვრე პროექტის მიზნები და ამოცანები.
v  განვსაზღვრე ესგ-ით მისაღწევი შედეგები.
v  შევქმენი პროექტის ბროშურა, რომელშიც  მოკლედ მიმოვიხილე  პროექტის მიზნები და დადებითი მხარეები.
v  გავეცანი  დამხმარე ინტერნეტრესურსებს, რომლებიც პროექტის მსვლელობისას დამჭირდებოდა.  განვსაზღვრე პროექტის მსვლელობის ეტაპები.
v  აქტივობებში გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები, ინდივიდუალური შესაძლებლობები, ასევე სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების  შსაძლებლობები.
v  შევადგინე  პროექტის შეფასების რუბრიკები.
v  გავაკეთე მასწავლებლისა და მოსწავლის პროექტის პრეზენტაციები ,,პაუერპოინტში“. შემდეგ  შევქმენით ბლოგი და  ეს მასალები ავტვირთე ბლოგზე.
v  გავეცანი პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასების 5 სტრატეგიას. გამოვიყენეთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები.
v  ვისწალე, როგორ უნდა დავიცვა საავტორო უფლებები.
ტრენინგი ძალიან საინტერესო. მიღებული გამოცდილება  დამეხმარება სასწავლო პროცესის დროს ეფექტურად გამოყენებაში.

1 comment:

  1. მაია ძალიან კარგი პროექტია,დიდი შრომა გაქვს ჩადებული,იმედია ამ პროექტის განხორციელების შემდეგ,კვლავაც უამრავ პროექტს გააკეთებ.გისურვებ წარმატებებს.

    ReplyDelete