პროექტებით სწავლება ისტ-ის სწავლება საჭირო და აუცილებელია თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში. თანამედროვე სკოლის გაზრდილი მოთხოვნები მასწავლებლისგან მოითხოვს ტექნოლოგიების სათანადოდ ფლობას, მის გამოყენებას სასწავლო პროცესში. ამიტომ ამ ტრენინგისგან ველოდები იმას, რომ ბევრ რამეს შევისწავლიდი.
პირველივე დღეს ტრენერმა გაგვაცნო მუშაობისა და სწავლების პრინციპები, ინტელის სასწავლო პროგრამის მიზნები. გავეცანით ელექტრონულ წიგნს, საინტერესო იყო, თუ როგორ უნდა შეგვექმნა პორტფოლიოს საქაღალდე, ამას თან ერთვოდა ჩეკლისტიც, რომ მუშაობის პროცესში მოთხოვნების შესაბამისად შესრულებულიყო დავალება. ვისწავლეთ ბუკლეტებისა და ბროშურების შექმნა. სწავლება იყო დატვირთული და მეტად საინტერესო.
მაიკო,გისურვებ წარმატებებს.
ReplyDeleteმაია მომეწონა შენი აქტიურობა ტრენინგზე,იმედია ასე გააგრძელებ
ReplyDelete