Sunday, 7 October 2018

ტრენინგის მეცხრე დღე


           

ტრენინგის მეცხრე დღეს    წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის გეგმისა და დამხმარე მასალების დასრულებული ვერსიები.  გავეცანით პრეზენტაციის წარდგენის მეთოდებს.  საინტერესო იყო სხვადასხვა თემაზე პროექტების განხილვა.  ვისწავლეთ მომზადებული მასალის ატვირთვა  ბლოგზე და შევაჯამეთ ტრენინგი.
             დასრულდა ინტელის პროექტებით სწავლების  საინტერესო და  მეტად დატვირთული ტრენინგი.  დარწმუნებული ვარ, მიღებული ცოდნის გამოყენება, კიდევ უფრო გაღრმავება და სასწავლო პროცესში მისი გამოყენება  საშუალებას მომცემს სასწავლო აქტივობები დავუკავშირო  ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს.  ამით მოსწავლეებს განვუვითარებთ მაღალ სააზროვნო უნარებს  და სასწავლო პროცესში მის ჩართულობას გაზრდის.  ასეთ პროექტებზე  მუშაობით სასწავლო პროცესი უფრო დატვირთული, საინტერესო და უფრო მეტად შემეცნებითი იქნება.  ყოველივე ეს კიდევ უფრო  აამაღლებს მოსწავლის მოტივაციას.
              ტრენინგზე  წარმოდგენილი მასალა დატვირთულია ისეთი აქტივობებით, რომლებიც ზუსტ და სწორ მიმართულებებს იძლევა სასწავლო პროექტის დაგეგმვისას, თუმცა  ამ ვრცელ და მრავლისმომცველ ინფორმაციაში ძნელია  ბოლომდე გარკვევა. ამიტომ აუცილებელია ტრენერის მიერ სწორი გეზის მიცემა, დაკვალიანება,   ბუნდოვანი საკითხებისა და ტერმინების განმარტება.   ამ მხრივ აღსანიშნავია ჩვენი ტრენერის, ქალბატონი დიანა მიქაძის დახმარება, რომელმაც  სწორი მითითებებითა და აქცენტებით   სწორად შეგვაქმნევინა  სასწავლო რესურსები და დავალებები.
              სასწავლო პროექტების შექმნა არა მხოლოდ მოსწავლეთა  შორის ჯგუფური  მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს, არამედ   ამით შესაძლებელია პედაგოგთა შორის  აზრთა გაცვლა, გამოცდილებათა გაზიარება, ურთიერთთანამშრომლობა. გარდა ამისა,  ამ პროცესში შესაძლებელია მშობელთა აქტიური ჩართვა.
v  ტრენინგის დროს  შევქმენი პორტფოლიოს საქაღალდეები, რომელშიც   გარკვეული  თემებისა და საჭიროების მიხედვით  განთავსდა სხვადასხვა მასალა. ეს საშუალებას იძლევა, ადვილად მოვიძიო  ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია.
v  გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკებს  და პროექტის პორტფოლიოს ნიმუშებს.  განვსაზღვრე პროექტის თემა.
v  განვსაზღვრე პროექტის მიზნები და ამოცანები.
v  განვსაზღვრე ესგ-ით მისაღწევი შედეგები.
v  შევქმენი პროექტის ბროშურა, რომელშიც  მოკლედ მიმოვიხილე  პროექტის მიზნები და დადებითი მხარეები.
v  გავეცანი  დამხმარე ინტერნეტრესურსებს, რომლებიც პროექტის მსვლელობისას დამჭირდებოდა.  განვსაზღვრე პროექტის მსვლელობის ეტაპები.
v  აქტივობებში გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები, ინდივიდუალური შესაძლებლობები, ასევე სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების  შსაძლებლობები.
v  შევადგინე  პროექტის შეფასების რუბრიკები.
v  გავაკეთე მასწავლებლისა და მოსწავლის პროექტის პრეზენტაციები ,,პაუერპოინტში“. შემდეგ  შევქმენით ბლოგი და  ეს მასალები ავტვირთე ბლოგზე.
v  გავეცანი პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასების 5 სტრატეგიას. გამოვიყენეთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები.
v  ვისწალე, როგორ უნდა დავიცვა საავტორო უფლებები.
ტრენინგი ძალიან საინტერესო. მიღებული გამოცდილება  დამეხმარება სასწავლო პროცესის დროს ეფექტურად გამოყენებაში.

ტრენინგის მერვე დღე



            ტრენინგის    მერვე დღეს შევქმენით    ფასილიტაციის საქაღალდე.  გარდა ამისა, ამომწურავი ინფორმაციები მივიღეთ  შეფასების რუბრიკებთან დაკავშირებით. ტრენერი  ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხებს გვაძლევდა.
          განვიხილეთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების ჩართულობა სასწავლო პროექტის განხორციელების დროს.
          ძალიან საინტერესო იყო ტრენინგის სხვა მონაწილეების ნამუშევრების გაცნობა. ბოლოს დავუწერეთ კომენტარები. 

ტრენინგის მეშვიდე დღე



                 დღევანდელი ტრენინგი მეტად საინტერესო და დატვირთული იყო. ვნახეთ კოლეგების ნაშრომები, შემდეგ გავაკეთეთ უკუკავშირი, ავტვირთეთ  ბლოგზე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
                 ტრენინგზე განვიხილეთ მოსწავლის შფასების ფორმებს და მოიწავლეთა ჩართულობაზე შეფასების პროცესს.  გავეცანით შფასების გეგმებსა და მოიწავლის შეფასების სხვადასხვა ფორმებს.
                 გარდა ამისა, გავაკეთეთ შეფასების გეგმების ადაპტირება და მოვარგეთ ჩვენს გეგმას. ვისაუბრეთ  სსსმ მოსწავლეთა  ჩართულობაზე პროექტებში, ასევე  გავეცანით  ასეთი მოსწავლეებისათვის შექმნილ შეფასების  ფორმებს.   განვიხილეთ, თუ როგორ უნდა შევუწყოთ ხელი თვითრეგულირებად სწავლას.
              განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორეია. გავეცანით რეკომენდაციებს, რომლებიც შეიძლება   პედაგოგმა გამოიყენოს პროექტზე მუშაობისას.


ტრენინგის მეექვსე დღე



   

       დღევანდელ ტრენინგზე გავიმეორეთ შფასების სტრატეგიები. განვიხილეთ მესამე და მეოთხე მოდულის საკითხები, რომლებიც მოიცავს ინტერნეტის გამოყენებას სასწავლო პროცესში. ინტერნეტში განთავსებული მასალის გამოყენებასთან დაკავშირებულ აუცილებელ და საჭირო საკითხების ცოდნას.საავტორო უფლებების გამოყენებასა და დაცვის საკითხებს.
შევისწავლეთ, როგორ უნდა შევძლოთ ციტირება პროექტში. ასევე გავეცანით, როგორ უნდა შევქმნათ ბიბლიოგრაფია.

დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.


ტრენინგის მეხუთე დღე



               ტრენინგის მეხუთე დღეს  საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ გავეცანით დროში  გაწერილ შეფასების გეგმას, თუ როგორ შეიძლება გაიწეროს გეგმა - პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, პროექტის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგ. გავეცანით შეფასების  ხუთ სტრატეგიას: მოსწავლეთა წინარე  ცოდნისა და საჭიროებების შეფასება. ეს დამეხმარება მოსწავლეების სასწავლო საჭიროებების შესაფასებლად.
      წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის შეფასების სტრატეგიით შევაფასებ მოსწავლეების უნარებს, თუ რამდენად ართმევენ თავს საკითხის შესწავლას;
       პროგრესის მონიტორინგით განვსაზღვრავ, თუ სად და როდის დასჭირდებათ მოსწავლეებს  დამატებითი დახმარება ან ახსნა.
       გაგების შემოწმება და მეტაშემეცნების წახალისების სტრატეგიით  მოსწავლეებს მკაფიო  კითხვების დასმით დროულად ვეხმარებით , გაიაზრონ, თუ რას და როგორ აკეთებენ;
      მოსწავლეების გაგებისა და უნარების შემოწმების მიზნით, ვიყენებ მეხუთე სტრატეგიას.
        რაც მთავარია, ტრენინგზე გავიაზრეთ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს სტრატეგიები პროექტზე მუშაობის დროს.  თუმცა ამ სტრატეგიებიდან უნდა გამოვიყენოთ ის მეთოდები და ინსტრუმენტები, რომლებიც მოცემულ პროექტზე მუშაობისას გამომადგება.

ტრენინგის მეოთხე დღე






ტრენინგის მეოთხე დღეს გაგრძელდა პროექტის შექმნაზე მუშაობა. ვისწავლეთ საქაღალდეების შედგენა. ვისწავლეთ  ,,გუგლფორმების" შედგენა, ტრენინგის მონაწილეების ბლოგებზე კომენტარების გაკეთება. საკუთარ ბლოგზე სურათების ჩამოტვირთვა.  დღე მეტად დატვირთული და საინტერესო იყო.


ტრენინგის მესამე დღე




   ტრენინგის მესამე დღეს  კოლეგებმა მოვუსმინეთ ერთმანეთს. მასწავლებლებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, თუ რა თემებზე აპირებდნენ პროექტების შექმნას. უნდა აღვნიშნო, რომ მოვიმინე ძალიან საინტერესო იდეები. შემდეგ   გავეცანით   მასალას, თუ როგორ უნდა დავგეგმოთ სასწავლო პროექტი, ვნახეთ  პროექტის ნიმუშები.  გარდა ამისა, ძალიან საინტერესო იყო ის, თუ როგორ უნდა შევადგინოთ  მიმართულების მიმცემი  საკვანძო კითხვები, გავეცანით რჩევებს ამ კითხვების  შესამუშავებლად, თუ როგორ უნდა დაისვას ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები პროექტის სწორად დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.     ეს იყო  საინტერესო და შინაარსიანი  დღე. ვფიქრობ  ამ მასალას პრაქტიკაში გამოვიყენებ.
        ვისწავლე ინსტრუმენტი ,,სნიფინგთულს"-ის გამოყენება. დღეს ამ ინსტრუმენტით ავტვირთე ჩემი ბროშურა და  მას ძალიან ხშირად გამოვიყენებ  პრაქტიკაში. 




ტრენინგის პირველი-მეორე დღე

 

         პროექტებით სწავლება   ისტ-ის სწავლება საჭირო და აუცილებელია  თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში. თანამედროვე სკოლის გაზრდილი მოთხოვნები მასწავლებლისგან მოითხოვს  ტექნოლოგიების სათანადოდ ფლობას, მის გამოყენებას სასწავლო პროცესში. ამიტომ ამ ტრენინგისგან  ველოდები იმას, რომ ბევრ რამეს შევისწავლიდი.
          პირველივე დღეს  ტრენერმა გაგვაცნო მუშაობისა და სწავლების პრინციპები,  ინტელის სასწავლო პროგრამის მიზნები.  გავეცანით  ელექტრონულ წიგნს, საინტერესო იყო, თუ როგორ უნდა შეგვექმნა პორტფოლიოს საქაღალდე, ამას თან ერთვოდა ჩეკლისტიც, რომ მუშაობის პროცესში  მოთხოვნების შესაბამისად შესრულებულიყო დავალება. ვისწავლეთ  ბუკლეტებისა და ბროშურების შექმნა. სწავლება იყო დატვირთული და მეტად საინტერესო.